ოზურგეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 16 პირი იმყოფება
ოზურგეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 16 პირი იმყოფება

ოზურგეთი, გურიის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად კვლავაც „მწვანე ზონად“ რჩება, – ამის შესახებ ოზურგეთის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 16 ადამიანი იმყოფება, ისინი, ძირითადად, გადამზიდი სატვირთო მანქანების მძღოლები არიან.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ამ დრომდე ჩვენს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მომავალშიც დაიცვან უსაფრთხოების წესები. დღეიდან სილამაზის სალონები ოზურგეთშიც გაიხსნა, რომელშიც უსაფრთხოების ნორმებს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრი მუდმივად გააკონტროლებს. საკოორდინაციო საბჭო კვლავაც აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.