ოზურგეთში „ალეგრობა - ოზურგეთობა 2019“ გაიმართება
ოზურგეთში „ალეგრობა - ოზურგეთობა 2019“ გაიმართება

ოზურგეთის მერია დღეს სახალხო დღესასწაულ „ალეგრობა – ოზურგეთობა 2019“-ს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში უკრაინის ქალაქ გენიჩესკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, მოეწყობა ფოტოგამოფენა – ფილმის ჩვენება.

ოზურგეთის სურათების გალერეა კი, გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის საშემოდგომო გამოფენას უმასპინძლებს. მოეწყობა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, საბავშვო კონცერტი, სპორტული ასპარეზობები. კოლეჯ „ჰორიზონტში“ ჩატარდება მასტერკლასები და სტუდენტების ნამუშევართა გამოფენა. დასახელდებიან საპატიო ოზურგეთელები, დაჯილდოვდებიან წარმატებული ახალგაზრდები.

საღამო კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.