ოზურგეთში 33 საარჩევნო უბანია გახსნილი
ოზურგეთში 33 საარჩევნო უბანია გახსნილი

ოზურგეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში, კოვიდრეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის საოლქოში საჩივარი არ შესულა.

„ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, მიმდინარეობს კენჭისყრა მშვიდ გარემოში, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით. ყველა ამომრჩეველი, ვინც მოვა, თავს იგრძნობს უსაფრთხოდ, რადგან კომისიის წევრები არიან აღჭურვილი სპეციალური ფარებით, ხელთათმანებით, პირბადეებით და მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მობრძანდნენ, არ შეეშინდეთ კოვიდპანდემიის, რადგან ადმინისტრაციამ იზრუნა, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარდეს არჩევნები. ამ დროისთვის არანაირი საჩივარი არ შემოსულა. ყველა უბანზე არის სიმშვიდე“, – განაცხადა ოზურგეთი ს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ.

ოზურგეთში 33 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან ერთი სპეცუბანია. სულ რეგისტრირებულია 60 502 ამომრჩეველი. არჩევნების პროცესს აკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები.