ოზურგეთში 17:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 1902-მა მოქალაქემ დააფიქსირა
ოზურგეთში 17:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 1902-მა მოქალაქემ დააფიქსირა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 17:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 1 902-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 37,37 პროცენტს შეადგენს.

60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის თქმით, ამ დრომდე საჩივართა რიცხვი არ გაზრდილა და ის ერთი საჩივარიც პროცედურულ დარღვევას ეხება. მისი მტკიცებით იგი არჩევნების პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

„დღის განმავლობაში, რამდენჯერმე შემოვიარე უბნები და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ იგი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩეველთა აქტივობა საშუალოა“, – აღნიშნა ზვიად თენიეშვილმა.

ოზურგეთში სულ ხუთი საარჩევნო უბანია და 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული.