ოზურგეთში 15:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 1613 მოქალაქემ დააფიქსირა
ოზურგეთში 15:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 1613 მოქალაქემ დააფიქსირა

15:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 1613 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 31,70% შეადგენს.

60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის თქმით, დაიწერა ერთი საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევას ეხება.

„არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩეველთა აქტივობა საშუალოა. მე-17 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევას ეხება, თუმცა ადგილზევე აღმოიფხვრა და ეს შედეგზე ვერ იმოქმედებს“,– აღნიშნა ზვიად თენიეშვილმა.

ოზურგეთში სულ ხუთი საარჩევნო უბანია და 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული.