ოზურგეთსა და ჩოხატაურში სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს
ოზურგეთში სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს. ჩატარდა წყალკურთხევის ცერემონია, რის შემდეგაც ორი ავტომობილით სასულიერო პირებმა ქალაქი შემოიარეს და ნაკურთხი წყალი ქუჩებში მოასხურეს.
როგორც ისინი ამბობენ, ქუჩების კურთხევის რიტუალი, კორონავირუსის საფრთხის ფონზე, მოქალაქეების გასაძლიერებლად და დასაცავად არის გამიზნული.
ქუჩები აკურთხეს სასულიერო პირები ჩოხატაურშიც. ისინი ტაძრის მსახურებთან და მორწმუნეებთან ერთად წმინდა იოაკიმესა და ანას საკათედრო ტაძრიდან მანქანებით დაიძრნენ. კურთხევა ნინოშვილის ქუჩიდან დაიწყო. მათ გზადაგზა ჩოხატაურელები ავტომანქანებით შეუერთდნენ.