ოზურგეთის სოფელ ნარუჯაში მკვლელობა მოხდა

23:20, 08.09.2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამამ შვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.

მსგავსი