ოზურგეთის სოფელ ლაითურში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 32 პირი გამოიკვლიეს
ოზურგეთის სოფელ ლაითურში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 32 პირი გამოიკვლიეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარებული ეპიდკვლევით, ინფიცირებული ქალის 32 კონტაქტია გამოვნელინი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ქალბატონი, რომელსაც „კოვიდ 19“ დაუდგინდა, ბათუმში ხალხმრავალ შეკრებას ესწრებოდა. ჩვენი კვლევით გურიაში, კერძოდ კი ლაითურსა და ნასაკირალში 32 კონტაქტს მივაკვლიეთ. ახლა ისინი თვითიზოლაციაში არიან და „პისიარ“ კვლევის პასუხებს ელიან“,- განაცხადა გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, არჩილ მჟავიამ.