ოზურგეთის სოფელ ლაითურში კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა
ოზურგეთის სოფელ ლაითურში კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ არჩილ მჟავიას განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა.

„ამ შემთხვევაში ჯერ ყველა კონტაქტი არ გამოვლენილა, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას და დეტალებზე მას შემდეგ შევძლებთ საუბარს, რაც „პისიარ“ კვლევის შედეგები გვექნება. მიუხედავად არსებული ვითარებისა, შეიძლება ითქვას, რომ გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

საქართველოში 7 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.