ოზურგეთის სოფელ დვაბზუში ვადაგასული ხორცის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ოზურგეთის სოფელ დვაბზუში ვადაგასული ხორცის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის პოლიციის სამმართველომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღმოჩენილ ვადაგასულ ხორცზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას გულისხმობს.

ამ წუთებში პოლიცია, სურსათის სააგენტოსთან ერთად, ლუქავს ტონამდე საქონლის ხორცს, რომელიც ხვალ აჭარის ბაღებში უნდა შესულიყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე, შპს „სოფოს“ მიერ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი დღეს აღმოაჩინა.