სურსათის სააგენტომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე აჭარის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა
სურსათის სააგენტომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე აჭარის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე, შპს „სოფოს“ მიერ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა.

სააგენტოს სამმართველოს უფროსის, მანანა ერქომაიშვილის განცხადებით, ხორცი აჭარის საბავშვო ბაღებისთვის იყო განკუთვნილი.

„ეს არის შპს „სოფოს“ მიერ ნაქირავები ფართი, სადაც ხდება დაფილვა. ეს შპს ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს. ამ შემთხვევაში ხორცი, რომელიც არის ვადაგასული, ეტიკეტისა და საბუთების გარეშე, ხვალ დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში“, – განაცხადა მანანა ერქომაიშვილმა.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. მობილიზებულია პოლიცია. დაწყებულია გამოძიება.