ოზურგეთის სოფელ დაბა ლაითურში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა
ოზურგეთის სოფელ დაბა ლაითურში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში თერმოსკრინინგი დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად მოსახლეობას სახლში აკითხავენ და ტემპერატურას უზომავენ. შეფასდა მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა. დღეს ლაითურში საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ გამოვლენილა“, – განაცხადეს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

თერმოსკრინინგს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.