ოზურგეთის სოფელ ბახვში საცხოვებელი სახლი დაიწვა

15:47, 10.04.2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ოჯახის წევრების ვარაუდით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობა გახდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ განაცხადა, დაზარალებულებს მუნიციპალიტეტი სამშენებლო მასალით გაუწევს დახმარებას.

 

 

მსგავსი