ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ოთხი საჩივარია შესული

17:28, 28.11.2018

ოზურგეთის N60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ოთხი საჩივარია შესული.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენეიშვილის შეფასებით, არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

„არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ოთხივე საჩივარი პროცედურული შინაარსისაა და პრობლემები უბნებზე მაშინვე აღმოიფხვრა. შემიძლია გითხრათ, რომ ოზურგეთში არჩევნები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს“, – აცხადებს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

მსგავსი