ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც 34 480 000 ლარით განისაზღვრა
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, რომელიც 34 480 000 ლარით განისაზღვრა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტი 34 480 000 ლარით განისაზღვრა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 6 მილიონ 666 000 ლარით მეტია.

ფინანსურ დოკუმენტს 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო – ორი. სხდომას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“.

როგორც საკრებულოს „ქართულ ოცნების“ წევრები აცხადებენ, ბიუჯეტი რეგიონის საჭიროებებსა და განვითარებაზეა მორგებული. მათივე ცნობით, პრიორიტეტია ჯანდაცვა და სოციალური სფერო. მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ტურისტული, საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.