ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი - ვფიქრობ, ოზურგეთს საკმაოდ წარმატებული მომავალი ექნება
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი - ვფიქრობ, ოზურგეთს საკმაოდ წარმატებული მომავალი ექნება

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ დავით მდინარაძემ საკუთარი არჩევანი მე-8 უბანზე გააკეთა.

„განწყობა ნამდვილად პოზიტიური მაქვს. ქვეყანა აღმშენებლობის გზას ადგას. ოზურგეთში ხალხისთვის ბევრი სასარგებლო პროექტი ხორციელდება. ვფიქრობ, ოზურგეთს მომავალი საკმაოდ წარმატებული ექნება,”- აღნიშნა დავით მდინარაძემ.

ოზურგეთის საკრებულოში მოსახვედრად 13 კანდიდატი იბრძვის. არჩევნები ხუთ უბანში მიმდინარეობს. ოზურგეთში არჩევნებზე 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული.