ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი თემურ სხირტლაძე სამუშაოდ გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ გადავიდა
ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი თემურ სხირტლაძე სამუშაოდ გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილედ გადავიდა

ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, თემურ სხირტლაძემ თანამდებობა დატოვა. მან გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

ოზურგეთის პოლიციის უფროსის მოვალეობას ოზურგეთის პოლიციის უფროსის მოადგილე არჩილ ახალკაცი ასრულებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში უფროსის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო და აღნიშნული საკადრო ცვლილება სწორედ ამითაა განპირობებული.