ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სწავლის პროცესი დისტანციურად გაგრძელდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სწავლის პროცესი დისტანციურად გაგრძელდება

გართულებული ეპიდვითარების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სწავლის პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდება. გურიაში, სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების მომატებულმა რისკმა განაპირობა.

„ოზურგეთის ყველა სკოლა, მომატებული რისკის გამო სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, თუ რაიმე ახალი გამოვლინება იქნა მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.