ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შუახნის ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებული ე.წ. ბათუმის ქორწილის კლასტერს განეკუთვნება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შუახნის ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებული ე.წ. ბათუმის ქორწილის კლასტერს განეკუთვნება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შუახნის ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ბახვიდანაა და ე.წ. ბათუმის ქორწილის კლასტერს განეკუთვნება.

„ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას. ამჟამად, მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება და დატესტვა. ყველა პირი გადაყვანილი იქნება თვითიზოლაციაში. გურიაში ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.