ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით სასწავლო პროცესი შეწყდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით სასწავლო პროცესი შეწყდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით სასწავლო პროცესი შეწყდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღებში სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბერს განაახლა. შაბათს ერთ-ერთ ბაღში რამდენიმე ბავშვს აღენიშნებოდა დიარეის ნიშნები. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბაღების გაერთიანებამ დაიწყო მოკვლევა იყო თუ არა სხვა ბაღებში მსგავსი შემთხვევები. დღის განმავლობაში, არც ერთ ბაღში არ დაფიქსირებულა აღნიშნული ფაქტი, თუმცა საღამოს 11 ბაღიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე აღსაზრდელს გამოუვლინდა სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები.

გამომდინარე იქიდან, რომ გამორიცხულიყო საკვებით მოწამვლა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში დაუყოვნებლივ შესულიყო სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები შემოწმების მიზნით.

დაზუსტებული ინფორმაციით სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ ერთი ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი სახლში აგრძელებს მკურნალობას.

აქვე განვმარტავთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, შევიდა ორი დღით ადრე.

სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება“,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.