ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული შუახნის მამაკაცი სოფელ ასკანის მკვიდრია.

ამის შესახებ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, მას ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები სოფელ ასკანაში მიემგზავრებიან და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

ეს გურიაში დაფიქსირებული კორონავირუსის მეორე შემთხვევაა. პირველი გუშინ, 4 სექტემბერს ჩოხატაურში დაფიქსირდა.