ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ცხემლისხიდის თემში, სოფელ ბაღდადში. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი საბაჟოს თანამშრომელია.

„იგი ამჟამად ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. კორონავირუსის ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა გურიაში“,- განაცხადა არჩილ მჟავიამ.

ბოლო მონაცემებით, ოზურგეთში შვიდი ადამიანია ინფიცირებული, ჩოხატაურში კი ორი.