ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ახალი შემთხვევა სოფელ ბაღდათს უკავშირდება.

„პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა სავარაუდოდ საბაჟოს კლასტერს მიეკუთვნება. კოვიდინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში გააგრძელებს მკურნალობას. ამ დროისთვის მოძიებულია მისი კონტაქტები. ლანჩხუთში ხუთი, ოზურგეთში კი შვიდი-რვა კონტაქტი. ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. ხვალ მოხდება მათი პისიარკვლევა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

მისივე ინფორმაციით, გურიაში კორონავირუსის სულ 11 შემთხვევაა დაფიქსირებული, სამი ჩოხატაურის, რვა კი ოზურგეთის მკვიდრია.

დატოვე კომენტარი