ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანის მოსახლეობა სოფლის სასაფლაოზე კომპანია „მაგთის“ ანძის დამონტაჟებას აპროტესტებს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანის მოსახლეობა სოფლის სასაფლაოზე კომპანია „მაგთის“ ანძის დამონტაჟებას აპროტესტებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანის მოსახლეობა სოფლის სასაფლაოზე კომპანია „მაგთის“ ანძის დამონტაჟებას აპროტესტებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში უკვე ხუთი წელია, დამონტაჟებულია „ჯეოსელის“ კუთვნილი ანძა და დამატებით კიდევ ერთის დამონტაჟების სურვილი არ აქვთ.

ადგილობრივების თქმით, სასაფლაოს მიმდებარე ადგილი, სადაც კომპანია „მაგთი“ ანძის მშენებლობას აპირებს, სოფელს სასაფლაოს დამატებით ტერიტორიად აქვს გათვალისწინებული და კომპანიას ანძისთვის ვერ დაუთმობს. ასევე, მზიანელები შიშობენ, რომ ანძა მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ადგილობრივებს კომპანია „მაგთიდან“ დღეს არავინ გამოხმაურებია.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

დატოვე კომენტარი