ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში სახალხო დღესასწაული „ასკანობა 2018“ აღინიშნა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში სახალხო დღესასწაული „ასკანობა 2018“ აღინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში დღეს სახალხო დღესასწაული „ასკანობა 2018“ აღინიშნა.  ტრადიციად ქცეული დღესასწაული სპორტული და კულტურული ღონისძიებების სიმრავლით გამოირჩეოდა.

გაიმართა დოღი, შეჯიბრი მინი-ფეხბურთსა და მკლავჭიდში. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების “ზენაარი“, „შვიდკაცა,“ „რეხეული,“ „ალილუია“ და მომღერალ ლევან ნინიძის კონცერტი.

სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზები და სიგელები. დასახელდა სოფლის საპატიო მაცხოვრებელი.

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის, ასევე „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით ჩატარდა.