ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩიეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩიეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია აირჩიეს.

მას სხდომაზე მყოფი 40 დეპუტატიდან 37-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

დავით დარჩია ამ თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს.

„ჩვენ გავაკეთებთ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს. ჩვენი საკრებულო იქნება ღია და გამჭვირვალე. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ არასამათავრობო სექტორთან და მედიასთან“, – აღნიშნა საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ.

არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობბამ“.

„არ ვთვლით საჭიროდ მონაწილეობა მიგვეღო იმ საკრებულოს სხდომასა და კენჭისყრაში, სადაც უმრავლესობაში არიან ადამიანები, ვინც ყველანაირი გაყალბებითა და უხეში დარღვევებით მოიგეს არჩევნები“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით მჟავანაძემ.