ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ხვალიდან სასწავლო პროცესი არ განახლდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ხვალიდან სასწავლო პროცესი არ განახლდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ხვალიდან სასწავლო პროცესი არ განახლდება.

მერის მოადგილის, ირაკლი სირაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოზურგეთში არსებულ ეპიდვითარებას უკავშირდება.

„ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გადაწყდება, თუ როდის განახლდება ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლის პროცესი. ოზურგეთში სულ 44 ბაღია. მათი საკვებით მომარაგებას ორი-სამი დღე დასჭირდება. ველოდებით საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებასა და რეკომენდაციებს“,- განაცხადა ირაკლი სირაძემ.