ოზურგეთის მერიის თანამშრომელს უფლებამოსილების გადამეტებისათვის ბრალი წარედგინა
ოზურგეთის მერიის თანამშრომელს უფლებამოსილების გადამეტებისათვის ბრალი წარედგინა

ოზურგეთის მერიის თანამშრომელს მალხაზ გორგოშიძეს ბრალი წარედგინა.

საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია დაუდასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოში.

„ვადასტურებთ, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 19 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის განყოფილების უფროსი მ. გ. და ინდმეწარმე, კერძო ექსპერტი, დ.რ. მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის მიცემის წაქეზებისთვის და ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის მიცემისათვის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25,370-ე მუხლის პირველი ნაწილით და 370-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ ანტიკორუფციულ სააგენტოში. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.