ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ზედა ბახვში მცხოვრები ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელ სახლში უვნებლად იმყოფებიან
ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვში მცხოვრები ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელ სახლში უვნებლად იმყოფებიან.
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ქალბატონს 112-ში არ დაურეკავს, რადგან დახმარება არ დასჭირვებიათ.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვში მცხოვრებ გულიკო დოლიძესა და მის სამ მცირეწლოვან შვილიშვილთან დაკავშირებით მოხდა ადგილობრივ მოსახლესთან დაკავშირება და ტელეფონის ნომრის მოძიება. ქალბატონ გულიკოსთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ამ დრომდე არ განუხორციელებია ზარი 112-ში, რადგან ქალბატონი და სამივე მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფება საცხოვრებელ სახლში უვნებლად, დახმარებას არ საჭიროებენ“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვში მცხოვრებ გულიკო დოლიძესა და სამ მცირეწლოვანთან კონტაქტი ვერ ხერხდებოდა.