ოზურგეთის მერია დაბა ურეკის, შეკვეთილისა და კაპროვანის მოსახლეობას აფრთხილებს, ოთხი დღე ონკანის წყალი სასმელად არ გამოიყენონ
ოზურგეთის მერია დაბა ურეკის, შეკვეთილისა და კაპროვანის მოსახლეობას აფრთხილებს, ოთხი დღე ონკანის წყალი სასმელად არ გამოიყენონ

ოზურგეთის მერია დაბა ურეკის, შეკვეთილისა და კაპროვანის მოსახლეობას აფრთხილებს, ოთხი დღის განმავლობაში ონკანის წყალი სასმელად არ გამოიყენონ.

მერიის ინფორმაციით, დღეს, გვიან ღამით წყლის ახალი სისტემის დაქლორვითი სამუშაოები იწყება.

„ისინი, ვინც ექსპლუატაციაში გაშვებამდე სარგებლობდით ახალი სისტემით, გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ სასმელი წყალი ოთხი დღის განმავლობაში, გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, რათა თავიდან აიცილოთ მოწამვლის შემთხვევები“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი