ოზურგეთის მერია და პოლიცია მოქალაქეებს ხმოვანი შეტყობინებით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს
ოზურგეთის მერია და პოლიცია მოქალაქეებს ხმოვანი შეტყობინებით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

ოზურგეთის მერია და პოლიცია მოქალაქეებს ხმოვანი შეტყობინებით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„დღეიდან ოზურგეთის განაპირა ქუჩებზე და სოფლების მიმართულებით, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, პოლიციის სამი ავტომობილი მეგაფონით ივლის და მოსახლეობას შინ დარჩენაზე გაფრთხილებას მისცემს. ასევე იმ წესებს შეახსენებს, რაც გარეთ გამოსულებმა უნდა შეასრულონ“, – ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.