ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებში „თავისუფალმა საქართველომ“ მარიამ მაჩაბერიძე წარადგინა
ოზურგეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებში „თავისუფალმა საქართველომ“ მარიამ მაჩაბერიძე წარადგინა

ოზურგეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებში „თავისუფალი საქართველოდან“ მონაწილეობას მიიღებს მარიამ მაჩაბერიძე. პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ კანდიდატი საზოგადოებას ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარუდგინა.

ასევე, შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა პრიორიტეტები მიმოიხილეს და საარჩევნო გეგმები დასახეს.

„არა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. უნდა გამოჩნდეს მესამე გზა. ამ სულისკვეთებით ვემზადებით არჩევნებისთვის. უბნები უნდა დაკომპლექტდეს სანდო ადამიანებით. მზად ვართ, ჩავატაროთ აქტიური საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.