ოზურგეთის აგრარულ ბაზარსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის პრევენციისთვის კონტროლი ძლიერდება
ოზურგეთის აგრარულ ბაზარსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის პრევენციისთვის კონტროლი ძლიერდება

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ოზურგეთის აგრარულ ბაზარსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში კონტროლი ძლიერდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, კორონავირუსთან ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი სირაძის თქმით, სოფლებში მკაცრი კონტროლისთვის საპატრულო ეკიპაჟის დამატებით სამი ბრიგადა იმოძრავებს, ხოლო ე.წ. აგრარულ ბაზარში ხალხმრავლობის თავიდან აცილებას და ვაჭრობისას მოქალაქეების დისტანცირების ორგანიზებას მოხალისეთა ჯგუფები შეეცდებიან.