ოზურგეთიდან კარანტინში სულ 17 მოქალაქეა გადაყვანილი

18:47, 21.03.2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციის ვადა 17 მოქალაქეს გაუვიდა. სამი ადამიანი კი საკარანტინე ზონიდან გათავისუფლდა. კარანტინში იმყოფება 17 პირი, მათგან ექვსი თურქმენეთის მოქალაქეა.

„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში პროფილაქტიკური ღონისძიებები 73 ოზურგეთელს შეეხო. ამ 73 ადამიანიდან დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში 36 რჩება, კარანტინში კი ოზურგეთიდან
17 მოქალაქეა გადაყვანილი“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

მსგავსი