ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის და ჩოხატაური-ბახმაროს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის და ჩოხატაური-ბახმაროს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის 13კმ-33კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის 1კმ-12კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

„ამასთანავე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.