ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის 29-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

12:40, 22.08.2025

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ცნობისთვის, აღნიშნულ გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იყო შეზღუდული.

მსგავსი