ოზურგეთი ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. Bzhuzha Race-ი 3-5 მაისს სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე გაიმართება.
ჩემპიონატში მონაწილეობას ევროპის ცხრა ქვეყნის 100-მდე საუკეთესო კაიაკერი მიიღებს ისეთი ძლიერი გუნდებიდან, როგორებიცაა: Adidas Outdoor, ExoKayak, Red Bull International, S2S Pro Team და ZetKayaks. წელს პირველად, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ექსტრემალური შეჯიბრი ოფროუდში, რომელშიც გურიის ოფროუდ ფედარაციისა და აჭარის ოფროუდ კლუბის წევრები ჩაერთვებიან.
Bzhuzha Race-ი საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ორგანიზებით ტარდება.