ოზი ოსბორნს პარკინსონის დაავადება დაუდგინდა
ოზი ოსბორნს პარკინსონის დაავადება დაუდგინდა

ბრიტანელ მუსიკოსს, ოზი ოსბორნს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუდგინეს. ამის შესახებ განცხადება მუსიკოსის მეუღლემ, შერონმა გააკეთა. მისი თქმით, ექიმების დასკვნით ოსბორნს პარკინსონის დაავადების მეორე სტადია აქვს.

ბოლო კონცერტი ოზი ოსბორნმა 2019 წელს, ახალი წლის დღეებში გამართა. ამის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ახლა ის საკუთარ სახლში იმყოფება და მედიკამენტებით მკურნალობს.

მანამდე, „ბლექს საბათის“ ყოფილ სოლისტს ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც, მან მსოფლიო ტურნე შეწყვიტა.