ოზი ოსბორნი 2018 წელს გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეს აანონსებს

15:36, 07.11.2017

ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსი ოზი ოსბორნი 2018 წელს გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეს აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას RollingStone ავრცელებს.

„ხალხი მეკითხება, როდის დავიღლები. ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ტურნე იქნება, თუმცა აქა-იქ მუსიკალური შოუები მაინც მექნება“, – განაცხადა მუსიკოსმა.

ოზი ოსბორნი მსოფლიო ტურნეს 2018 წელს დაიწყებს და 2020 წელს დაასრულებს. ტურნეს ფარგლებში ოსბორნი ეწვევა მექსიკას, არგენტინას ბრაზილიას ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანას.

 

მსგავსი