ოვერმარსმა „აიაქსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოვერმარსმა „აიაქსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი კლუბთან, – ამის შესახებ ჰოლანდიური გუნდის ოფიციალური გვერდი წერს.

„აიაქსში“ კვლავინდებურად ბევრი პრობლემაა, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია. აქ დროს შესანიშნავად ვატარებ. ვანვითარებთ ახალგაზრდულ აკადემიას, ასევე პირველ გუნდს. სპორტული შედეგების მხრივ, „აიაქსს“ კვლავაც უნდა ბევრი რამის დამტკიცება. სასიამოვნოა იმ დამიანებთან მუშაობა, რომლებიც დღეს ჩემს გარშემო არიან. სიამოვნებას ვიღებ ამ სამუშაოსგან“, – განაცხადა ოვერმარსმა.

ყოფილი ფორვარდი „აიაქსში“ 2012 წლიდან მუშაობს. სპორტული დირექტორის რანგში მან სამჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და ერთხელ ჰოლანდიის თასი. ამ სეზონში ამსტერდამული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში მან მოქმედი ჩემპიონი „რეალი“ გამოთიშა ბრძოლას.