ოთო ნემსაძის სასცენო იმიჯზე დიზაინერი გიორგი შაღაშვილი იმუშავებს
ოთო ნემსაძის სასცენო იმიჯზე დიზაინერი გიორგი შაღაშვილი იმუშავებს

ოთო ნემსაძის სასცენო იმიჯზე დიზაინერი გიორგი შაღაშვილი იმუშავებს.

2000 წელს გიორგი შაღაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და სამაგისტრო პროგრამა მოდის დიზაინის განხრით.

1999 წელს გიორგი შაღაშვილს მიღებული აქვს პრიზი საუკეთესო ავანგარდული იდეისა და 17 კოსტიუმისთვის.

კოლექციების გარდა, გიორგი შაღაშვილს გამართული აქვს რამდენიმე პერსონალური გამოფენა გრაფიკული და ფერადი ხელოვნების მიმართულებით.

2003 წელს გიორგიმ შექმნა ხუთი კოსტიუმი „რუსული სილუეტისთვის“ სახელად „დაბადება“. აღნიშნული კოლექცია შერჩეული იქნა ფინალური შოუსთვის.

2009 წლიდან გიორგი შაღაშვილის კოლექციები გადის საქართველოსა და დანიის ბაზრებზე. მას ასევე გაყიდული აქვს კოლექცია ყაზახეთსა და რუსეთშიც. 2009 წელს გიორგი შაღაშვილმა დანიაში საკუთარი კომპანია დააარსა.

2016 წლიდან მოყოლებული გიორგი შაღაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებს „მერსედეს ბენც ფეშენ ვიქ თბილისის“ ჩვენებაში და მოდის აუდიტორიას საკუთარ ბრენდს წარუდგენს.

2018 წლის მაისში ეკატერინბურგში გიორგი შაღაშვილმა „საქართველოს მოდის დღეების“ ფარგლებში საკუთარი ბრენდი წარადგინა.

შეგახსენებთ, ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ ავივი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.

კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია ტრადიციულად პირველი არხის ეთერში, 23:00 საათიდან განხორციელდება.