ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის სატელევიზიო პრეზენტაცია საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს გაიმართება
ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის სატელევიზიო პრეზენტაცია საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს გაიმართება

ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის სატელევიზიო პრეზენტაცია საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს, 21:00-საათიანი „მოამბის“ დასრულების შემდეგ შედგება.

ვიდეორგოლი სატელევიზიო პრემიერიდან რამდენიმე წუთში იქნება ხელმისაწვდომი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალურ „იუთუბ“ (Youtube) არხზე და www.1tv.ge-ზე.

ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის „სულ წინ იარე“ გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. კლიპზე რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ იმუშავა.