ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის გადაღება დაიწყო
ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის გადაღება დაიწყო

ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის გადაღება დაიწყო. გადაღების პირველი ეტაპი ფოთში, მალთაყვაში მიმდინარეობს.

კლიპი მასშტაბური იქნება და გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია დაგეგმილი.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლში ანსამბლ „შავნაბადას“ მომღერლები და სპეციალურად შერჩეული 50-ზე მეტი ტიპაჟი მიიღებს მონაწილეობას.

კლიპზე რეჟისორი გიორგი ებრალიძე მუშაობს.

„ვიმყოფებით ფოთში, სადაც ვიღებთ ოთო ნემსაძის კლიპს. გადაღებები დავიწყეთ ფოთში, შემდეგ კი გავაგრძელებთ ენგურის ხიდზე. დღეს გვაქვს გადაღების პირველი დღე. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“, – აცხადებს გიორგი ებრალიძე.

გადაღება რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მისი პრემიერა აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი