ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლი

21:43, 08.04.2019

ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის სატელევიზიო პრეზენტაცია საქართველოს პირველი არხის ეთერში შედგა.

ვიდეორგოლი ხელმისაწვდომია ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალურ „იუთუბ“ (Youtube) არხზე და www.1tv.ge-ზე.

ოთო ნემსაძის საკონკურსო ვიდეორგოლის „სულ წინ იარე“ გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. კლიპზე რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ იმუშავა. მუსიკა ეკუთვნის რომა გიორგაძეს, ტექსტი – დიანა გიორგაძეს.

მსგავსი