ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღება ხვალ ენგურის ხიდზე გაგრძელდება [ფოტო]
ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღება ხვალ ენგურის ხიდზე გაგრძელდება [ფოტო]

ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღება დღეს მალთაყვაში დასრულდა, შემდეგი გადაღება კი, ხვალ ენგურის ხიდზე გაგრძელდება.

კლიპი მასშტაბური იქნება და გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია დაგეგმილი.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლში ანსამბლ „შავნაბადას“ მომღერლები და სპეციალურად შერჩეული 50-ზე მეტი ტიპაჟი მიიღებს მონაწილეობას.

კლიპზე რეჟისორი გიორგი ებრალიძე მუშაობს.

გადაღება რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მისი პრემიერა აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი.