ოთო ნემსაძე ევროვიზიის სცენაზე ხუთი ბექვოკალისტის თანხლებით წარდგება
ოთო ნემსაძე ევროვიზიის სცენაზე ხუთი ბექვოკალისტის თანხლებით წარდგება

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის ქართველი მონაწილე ოთო ნემსაძე სცენაზე ხუთი ბექვოკალისტის – გიორგი კანანაძის, გიგა ჩიგოგიძის, დათო ცინცაძის, სპარტაკ შარიქაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის თანხლებით წარდგება. მომღერლები 2005 წელს დაარსებული ფოლკლორული ანსამბლის, „შავნაბადას“ წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჯავახიშვილი 2018 წელს საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაოს“ ერთ-ერთი წევრია.

საქართველოს დელეგაცია ისრაელში 4 მაისს გაემგზავრება. ოთო ნემსაძე პირველ რეპეტიციას 5 მაისს გაივლის. საქართველოს წარმომადგენელი საკონკურსო სიმღერას პირველი ნახევარფინალური ტურის მეორე ნაწილში, 14 მაისს შეასრულებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ ავივი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.

კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია ტრადიციულად პირველი არხის ეთერში, 23:00 საათიდან განხორციელდება.