ოთო ნემსაძე - დარწმუნებული ვარ, ვერცერთ ქართველ ემიგრანტს ვერ შეიყვანენ შეცდომაში
ოთო ნემსაძე - დარწმუნებული ვარ, ვერცერთ ქართველ ემიგრანტს ვერ შეიყვანენ შეცდომაში

„​დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთ ქართველ ემიგრანტს ვერ შეიყვანენ შეცდომაში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე წერს.

მომღერალი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს თამთა გოდუაძე და ქართველმა გულშემატკივრებმა კონკურსზე მხარი კვიპროსის წარმომადგენელს, თამთა გოდუაძეს უნდა დაუჭირონ და არა ოთო ნემსაძეს.

„აი, ესეთი გამყიდველები ჩაგრავდნენ ჩვენს ქვეყანას ყოველთვის.

​შანსიც გვაქვს და მაგარ ლაივსაც დავდებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთ ქართველ ემიგრანტს ვერ შეიყვანენ შეცდომაში.

აქ საქმე არ ეხება ოთო ნემსაძეს, აქ საქმე საქართველოშია, ასე რომ, ყველა ერთად დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას გვერდით.

წარმატებები თამთას“, – წერს სოციალურ ქსელში ოთო ნემსაძე.

ფეისბუქის ქართული სათვისტომოების ჯგუფებში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ კონკურსზე მხარი უნდა დაუჭირონ კვიპროსის წარმომადგენელ თამთა გოდუაძეს და არა ოთო ნემსაძეს.

საქართველოს პირველი არხი განმარტავს, რომ კონკურსზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი არის ოთო ნემსაძე და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მხარდამჭერებს, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმა მისცენ ქვეყნის სახელით მონაწილე კონკურსანტ ოთო ნემსაძეს.