ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი ოთო ნემსაძე და საქართველოს დელეგაცია თელ-ავივში 4 მაისს გაემგზავრებიან
ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი ოთო ნემსაძე და საქართველოს დელეგაცია თელ-ავივში 4 მაისს გაემგზავრებიან

2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე და საქართველოს დელეგაცია თელ-ავივში 4 მაისს გაემგზავრებიან.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის ქართველი მონაწილე ევროფესტივალის სცენაზე პირველ რეპეტიციას 5 მაისს გაივლის. რეპეტიციის შემდეგ ოთო ნემსაძე საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიისა და მხარდამჭერთა კლუბის ორგანიზებით დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება.

ნემსაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის, „სულ წინ იარე“ მუსიკის ავტორია რომან გიორგაძე, ხოლო ტექსტი დიანა გიორგაძეს ეკუთვნის.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.