ოთო გოშაძე - „ომონიის“ ეტაპის გადალახვა გულშემატკივართან ერთად შეგვიძლია #1TVSPORT
ოთო გოშაძე - „ომონიის“ ეტაპის გადალახვა გულშემატკივართან ერთად შეგვიძლია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარემ, ოთო გოშაძემ კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგაზე კვიპროსულ „ომონიასთან“ (0:1) შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ვიცე-ჩემპიონი რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა და „ტორპედოს“ შემადგენლობაში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

„ვცდილობ, ვაკეთო ის, რაც მევალება და ჩემი თამაშით თუ გუნდს ვეხმარები, მხოლოდ მახარებს. რთული მატჩი გამოვიდა, თუმცა წინ ქუთაისში გასამართი თამაშია და ამიტომ, ჯერ დასრულებული არაფერია.

მადლობა საქართველოდან ჩამოსულ ქომაგებს მხარდაჭერისთვის. მჯერა, 31 ივლისს შინ სავსე ტრიბუნების წინ ვითამაშებთ. ამ ეტაპის გადალახვა ერთად შეგვიძლია“.