ოთხი წლის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას დათა წიქორიძის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, დათა წიქორიძეს დაახლოებით ერთი კვირის წინ დაუდგინდა მწვავე ეპილეფსია, მას აქვს კუნთოვანი მასის გალევა, ასევე ცელიაკიისა და მუკოვისციდოზის ნიშნები, რომლებიც დასადგენია, აწუხებს კრუნჩხვები და თავის ძლიერი ტკივილები.
დათა წიქორიძეს სჭირდება მკურნალობის თურქეთში გაგრძელება. კერძოდ, დიაგნოზისთვის საჭიროა კუნთის ბიოფსია.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:
🔹„თიბისი“ ბანკი: #GE49TB7132845063300014
🔸„საქართველოს ბანკი“: #GE28BG0000000603488910
მიმღები – მარია წიქორიძე, დედა.